Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ საყვარელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია 1913 წელს და ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, აქვეყნებდა სტატიებს გაზეთებში "კომუნისტი", "კოლექტივიზაცია" და სხვ. როგორც ქართული ენის უზადო მცოდნე, მუშაობდა სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენ კომისიაში. იყო მოყვარული და თვითნასწავლი მოჭადრაკე. 1926 წელს მ. ს-ძე-ს სახელით გამოსცა პირველი ქართული სახელმძღვანელო სახელწოდებით "ჭადრაკი". იგი დაესწრო 1937 წლის გაზაფხულზე თბილისში გამართულ სსრ კავშირის X საჭადრაკო ჩემპიონატს. დააპატიმრეს 1937 წლის 22 დეკემბერს, ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური შეხუდელებები და კონტრრევოლუციური საქმიანობა. იგი თითქოს 1933 წელს შევიდა არალეგალურ კონტრრევოლუციურ დივერსიულ-მავნებლურ-მეამბოხე სოციალ-ფედერალისტურ ორგანიზაციაში, რომ პირადად ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას და მონაწილეობას იღებდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. რეაბილიტირებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით. მოჭადრაკე. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.171; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |