Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა რჩეულიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სპეცსკოლა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში. მუშაობდა ტრესტ "საქკონსერვხილბოსტნსისტემაში" იურისკონსულტად, იურიდიული განყოფილების გამგედ, შემდეგ კი იგივე სისტემაში სამეურნეო ხელმძღვანელად - ჯერ თბილისის ლიმონათის ქარხნის, ხოლო შემდეგ წვენებისა და სასურსათო კონცენტრატების კომბინატის დირექტორად, თბილისის სამხატვრო-საწარმოო კომბინატის დირექტორად. 43 წლის ასაკში დაუბრუნდა თავის ძირითად პროფესიას, დაიწყო ადვოკატად მუშაობა და სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო დამცველად იქცა. შალვა რჩეულიშვილის მამა ვახტანგ რჩეულიშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, რომელიც 1934 წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, ხოლო დედა თინათინ დიდიძე ცრუ დასმენით 1937 წელს დააპატიმრეს. შალვა რჩეულიშვილი გაზარად ბებიამ, ივანე ჯავახიშვილის დამ, ალექსანდრა ჯავახიშვილმა. შალვა რჩეულიშვილის მეუღლე ლიდა ბელიავსკაია, პროფესიით იურისტი, იყო ცნობილი თბილისელი ვექილის ვლადიმერ ბელიავსკის ქალიშვილი. ადვოკატი, პოლიტიკოს ვახტანგ რჩეულიშვილის მამა. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.167
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |