The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ჩხაიძე

ზაზა ჩხაიძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია 1998 წელს. სწავლობდა საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიასა (2011) და სან-ანტონიოს სახმელეთო ჯარების ომის კოლეჯში (აშშ, 2015-2016).

1998 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია; 2001-2004წწ. მსახურობდა სპეციალური დანიშნულების ძალებში (2002-2004 - ბრიგადის მეთაური); 2004-2005წწ. იყო III ქვეითი ბრიგადის მეთაური; 2007-2009წწ. - I ქვეითი ბრიგადის G-2 დაზვერვის სამმართველოს უფროსი; 2009-2010წწ. სახმელეთო ჯარების შტაბის G-2 დაზვერვის სამმართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსი ოფიცერი; 2012-2015წწ. - II ქვეითი ბრიგადის მეთაური; 2015-2016წწ. - J-2 დაზვერვის დეპარტამენტის I სამმართველოს უფროსი ოფიცერი; 2016 წლიდან - J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი; 2016-2018წწ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, 2018 წლიდან თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე. დაჯილდოებულია სხვადასხვა სამხედრო და სახელმწიფო ჯილდოთი: კალიფორნიის მედალი უმწიკვლო სამსახურისათვის 2010), სამსახურებრივი-საშტატო იარაღით (აშშ, 2019); გენერალ-მაიორი (2019).

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის"
  • 2016 - მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული"
  • 2013 - მედალი "გენერალი კვინიტაძე"
  • 2013 - მედალი "გენერალი მაზნიაშვილი"
  • 2011 - I ხარისხის მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის"
  • 2010 - II ხარისხის მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის"
  • 2002 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: