შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ჭკუასელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხით სპეციალობა მაკროეკონომიკა 1992 წელს; საქართველოს მეცნიერებეთა აკადემიასთან არსებული პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტიის ასპირანტა 1995 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი, დოქტურანტურა 2020 წელს. 1993–1995 წწ. იყო სს "თიბისი ბანკი", გენერალური დირექტორი; 1995–1997 წწ. სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში - გუბერნატორი; 1997–1998 წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2001–2002 წწ. შპს "ფინანსების და მარკეტინგის მენეჯმენტის ჯგუფი"; 2001–2007 წწ. ქართულ-ავსტრიული ერთობლივი საწარმო შპს "მეტეხი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2007–2009 წწ. შპს "ვინოტერა", მმართველი პარტნიორი; 2009–2010 წწ. შპს "ვინივერია", მმართველი პარტნიორი; ჩაის ქართული ბრენდი "გურიელი" - გენერალური დირექტორი (2010); ბიზნესპარტნიორი – ბიზნეს და ეკონომიკური მედია პლატფორმა, ყოველდღიური ანალიტიკური სატელევიზიო გადაცემა - თანაწამყვანი (2019); საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა - ბიზნეს კვლევების სახლი - მთავარი მკვლევარი (2020); პერუს რეპუბლიკის საპატიო კონსული თბილისში, საქართველო (2020). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |