Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი იანეთი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1954 წელს, შემდეგ - ასპირანტურა. 1955-1960წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ - უმცროს, შემდეგ - უფროს და ბოლოს წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. იგი ფართო ერუდიციის მკვლევარი იყო. ძირითადად იკვლევდა ესთეტიკის პრობლემებს (ანტიკური, ესთეტიკა, კანტის ესთეტიკა და სხვა), რომელსაც არაერთი სერიოზული ნაშრომი მიუძღვნა. ეწეოდა აგრეთვე ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას, ქართულად თარგმნა და გამოსცა მ. კაგანის დიდტანიანი სახელმძღვანელო ესთეტიკაში - "მარქსისტულ-ლენინური ესთეტიკა" (1984). ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1964). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.176 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |