Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ მებუკე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გორდი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიდო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1968-1970წწ. მე-13 ტრესტის პირველი სამმართველო, მშენებლობი სამინისტრო, მუშა; 1976-1982წწ. სოფელ ივანდიდის საექიმო ამბულატორიის გამგე; ხონის რაიცენტრალური საავადმყოფოს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის განყოფილების გამგე (1982); 1982-1995წწ. ხონის რაიონისა და რაიცენტრალური საავადმყოფო, მთავარი ექიმი; 1995-1997წწ. ჯანდაცვის რაიონული სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი; 1995-1997წწ. ჯანდაცვის მართვის საკოორდინაციო რაიონული ცენტრის დირექტორი; 1998-1999წწ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხონის რაიონული ცენტრის უფროსი; 1999-2001წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №55 ხონის საარჩევნო ოლქიდან (უფლებამოსილება შეუწყდა ვადამდე ადრე); 2001-2004წწ. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი; 2004-2007წწ. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თვმჯდომარის მოადგილე; 2014-2017წწ. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. წყარო: საქართველო9ს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.247 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |