შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ მდინარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ოდესის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის კვების მრეწველობის ინსტიტუტი 1970 წელს. 1971-1981წწ. ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას: 1971 წლიდან წყალტუბოს ხორცის კომბინატის ტექნოლოგი, 1972 წლიდან ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს უფროსი ეკონომისტი, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1973-1977 წლებში ხორცისა და ხორცის პროდუქტების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, 1978 წლიდან რუსთავის ხორცკომბინატის საამქროს უფროსი; 1979-1981 წლებში გაერთიანება "თბილხორცის" მთავარი ტექნოლოგი; 1981 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიის გამგე, პროფესორი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.247 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |