Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
რუსუდან ორბელი
Date of birth: | 6 July, 1910 |
Date of death: | 16 April, 1985 (at 74 years) |
Category: | Scientist, Writer, Philologist |
Biography
დაიბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. 1927-1929წწ. სწავლობდა ხელოვნების ისტორიის სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებულ ხელოვნებათმცოდნეობის უმაღლეს სახელმწიფო კურსებზე (ლენინგრადი); 1929-1934წწ. სწავლობდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ლინგვისტურ ფაკულტეტზე, აღმოსავლურ განყოფილებაზე (კავკასიური ციკლი). რუსუდან ორბელის უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი რამდენიმე წიგნი გამოცემული იქნა გამომცემლობა "რადუგა"-ში (ცისარტყელა, რუს. Издательство «Радуга»); 1934-1941წწ. - მეცნიერ-თანამშრომელი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში; 1941-1946წწ. ომის დროს მუშაობდა სხვადასხვა ჰოსპიტალსა და წითელი არმიის (მოსკოვი) სამხედრო-სანიტარულ სამმართველოში მედდად; იყო სომხური და ქართული ფილოლოგიების სპეციალისტი, რომლის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტის სომხურ და ქართულ ფონდებში დაცული ხელნაწერების ისტორიულ-ფილოლოგიური და პალეოგრაფიული შესწავლა; დიდ დროს უთმობდა რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეობის შესწავლას. საკანდიდატო დისერტაციის (დაცული იქნა 20.06.1963) კვლევის საგანს წარმოადგენდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტის შესაბამის ფონდში დაცულ ქართულ ხელნაწერებს; ქართულ ხელნაწერთა ეს კრებული ივსებოდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში რუსი და ქართველი მეცნიერების ძალისხმევით; ქართულ ხელნაწერთა კრებული შედგება რამდენიმე კერძო კოლექციისა და ცალკეული ეგზემპლარებისაგან, რომელიც მანამდე კულტურის მოღვაწეებისა და ბიბლიოთეკების საკუთრებაში იყო; მისმა შრომამ, რომელიც მეცნიერმა ქალმა მიუძღვნა ხელნაწერთა არსებული კრებულის ისტორიის შესწავლას, აღწერას და თითოეული ტექსტის ისტორიულ-ლიტერატურული მნიშვნელობის გამოვლენას, მნიშვნელოვნად წასწია წინ რუსული კავკასიოლოგია; 1946-1951წწ. რუსუდან ორბელი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთმცოდნეთა არქივს, ხოლო 1961 წელს, იოსებ ორბელის გარდაცვალების შემდეგ იყო კავკასიური კაბინეტის ხელმძღვანელი; მონაწილებას იღებდა იოსებ ორბელის რჩეული შრომების მომზადებაში, იყო კავკასიოლოგთა შრომების პასუხისმგებელი რედაქტორი; მნიშვნელოვანი იყო რუსუდან ორბელის თანამონაწილეობა შემდეგი ქართული და სომხური ისტორიული ძეგლების თარგმანთა მომზადებაში: Повествование вардапета Аристакэса Ластивертци თარგმანი К. Н. Юзбашяна. М., 1968); Грузинские документы IX—XV вв. в собрании Ленинградского отделения Института востоковедения АН СССР / Перевод и комментарии С. С. Какабадзе. / Отв. ред. Р. Р. Орбели. М.: «Наука», ГРВЛ, 1982. 274 с.; აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი და არმენოლოგი.
წყარო: აღმოსავლური ხელნაწერების ინსტიტუტი: orientalstudies.ru
Member of Organizations
- სრულიად რუსეთის საბჭოთა მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის სექცია, წევრი (1926-1933)
Bibliography
- Грузинские документы IX-XV вв. в собрании Ленинградского отделения Института востоковедения АН СССР (Editor). - Москва, Наука, 1982. - 272с.
- Грузинские рукописи Института востоковедения (Author) // Вып. 1 : История, география, путешествия, археология, законодательство, философия, языкознание, библиография.. - Москва; Ленинград, Изд-во АН СССР, 1956. - 178с.
|