შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიდია გასვიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ცენტრალურ აზიაში, თურქმენეთში, სადაც რუსული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს 1917 წლის რევოლუციამ მოუსწრო. 1918 წელს ბუხარის რესპუბლიკაში შევიდა კომუნისტურ პარტიის რიგებში, ეწეოდა აქტიური პარტიულ მუშაობას. 1918 წელს ლიდია გასვიანი თბილისში დაბრუნდა. ძირითადად იატაკქვეშა, არალეგალური საქმიანობას ეწეოდა, ამავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, თუმცა პოლიტიკური აქტიურობის გამო, 1920 წელს უნივერსიტეტიდან გარიცხეს და 1921 წელს აზერბაიჯანში გადაასახლეს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ლიდია საქართველოში დაბრუნდა. იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ქალთა განყოფილების გამგე. მოგვიანებით, ამავე თანამდებობაზე სამუშაოდ ბათუმში გააგზავნეს. 1922 წლის სექტემბერში, პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ლიდია სასწავლებლად მოსკოვის უნივერსიტეტში გაგზავნა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა ლონდონში, საბჭოთა საელჩოში. ლონდონიდან ჩამოსვლის შემდეგ კი – მოსკოვში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ლიდია გასვიანის ინიციატივითა და თავმჯდომარეობით, 1921 წლის 21-27 მაისს თბილისში უპარტიო ქალთა პირველი ყრილობა გაიმართა. ყრილობა ოთხენოვანი იყო, მონაწილეობდა 406 დელეგატი, ყრილობას ყველა ცნობილი ქართველი ბოლშევიკი ესწრებოდა, მათ შორის სერგეი კიროვიც, რომელმაც ქართველ ქალებს სიტყვით მიმართა. ყრილობაზე, მუშათა პრობლემებთან ერთად, ქალთა საკითხებიც განიხილეს. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ლიდია გასვიანი, მოხსენებით: "საერთაშორისო ქალის მოძრაობა და III ინტერნაციონალი". 1933 წლიდან ლიდია საბჭოთა მწერალთა კავშირთან არსებული მთარგმნელთა სექციის თავმჯდომარედ დაინიშნა. მწერალთა კავშირის არქივში მისი სახელი მხოლოდ რამდენიმე ოქმშია მოხსენიებული. მოგვიანებით იგი მთარგმნელთა სექციის წარმომადგენელი გახდა სახელმწიფო გამომცემლობაში. ლიდია გასვიანი კრიტიკული წერილებით ეხმიანებოდა საბჭოთა საბავშვო ლიტერატურას. მოსკოვში მუშაობის პერიოდში, 1926 წელს ლიდიამ გაიცნო ლევ ტროცკი, იგი იზიარებდა მის იდეებს. ლევ ტროცკის საბჭოთა კავშირიდან გაძევება კომუნისტური პარტიის წევრთა ნაწილმა გააპროტესტა, მათ შორის, ლიდია გასვიანმაც. შედეგად, 1928 წელს ის პარტიიდან გარიცხეს, თუმცა მომდევნო წელს ისევ აღადგინეს. 1933 წელს ლიდია თბილისში დაბრუნდა და საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, პარალელურად იყო საბჭოთა მწერალთა კავშირთან არსებული მთარგმნელთა სექციის თავმჯდომარეც. 1936 წლის 20 ივლისს ლიდია გასვიანი კონტრრევოლუციური, ტროცკისტულ-ტერორისტული და დივერსიული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და თითქმის ერთწლიანი პატიმრობის, წამების, სასურველი ჩვენებების მიცემისა და დანაშაულის "აღიარების" შემდეგ, 1937 წლის 25 ივნისს დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი მეორე დღეს, 1937 წლის 26 ივნისს აღსრულდა. წყარო: სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |