The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის წოწონავა

ბორის წოწონავა
Date of birth:20 May, 1926
Date of death:5 November, 1997  (at 71 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს; მოსკოვის ვ.პ. პოტიომკინის სახელობის საქალაქო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა - 1953 წელს; 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1969 წელს - სადოქტორო დისერტაცია.

სხვადასხვა დროს მუშაობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში; 1961 წლიდან გარდაცვალებამდე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი იკვლევდა ესთეტიკის პრობლემებს, აქსიოლოგიის საკითხებს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.196

Bibliography


Share: