Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ხასაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნატარღალი, გალის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1972 წელს. 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია; 2004 წლიდან ფილოსოფიის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, მრავალი სამეცნიერო სტატია და პოეტური კრებულები. მისი ფილოსოფიური ნაშრომების მთავარი თემაა არსებობის საზრისის პრობლემა, ხოლო ამ პრობლემის მთავარი ასპექტია - ადამიანის არსებობა. კერძოდ, კონკრეტულ არსებობას აზრი არა აქვს, რადგან საფუძველი არა აქვს საკუთარ თავში, ამიტომ აზრი აქვს მხოლოდ განუსაზღვრელ ყოფნას, არარას. შესაბამისად, ადამიანის ცნობიერება, საბოლოოდ, უსაზრისობის გაცნობიერებაა. ჩვეულებრივ, ცხოვრების საზრისი ფიქციაა, ხოლო ნამდვილი, უმაღლესი საზრისი ასკეზაა, სიცოცხლისგან განდგომა, რომელიც იწყება "თავისუფალი ჭვრეტით" და მთავრდება "უმოქმედობით". ამ თვალსაზრისს იგი "მეტაფიზიკურ ნიჰილიზმს" უწოდებს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1992). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.203; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.247 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |