The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასო ხახიშვილი

ვასო ხახიშვილი
Legal name:ვასილ ხახიშვილი
Date of birth:1876
Date of death:1960  (at 84 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Singer, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი.

დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებლი. 1902 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

გალობდა სემინარიის გუნდში. 1902-1914წწ. სოფელ ქვაბისხევის მონასტრის სკოლაში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, იყო მედავითნე მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიაში; 1914-1917წწ. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, 1917-1952წწ. საერო სამსახურში მსახურობდა. ვასილი, თავის ძმასთან, ნიკოსთან ერთად (დაიღუპა გადასახლებაში) გადასახლებული იყო შორეულ ციმბირში, ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა საქმიანობა. ვასილ ხახიშვილს სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს ახლო ურთიერთობა ჰქონდა სტალინთან, გადასახლებიდან მას შემდეგ დააბრუნეს, რაც სტალინს ერთ-ერთ წვეულებაზე ვასილის მიერ შესრულებული ქართული სიმღერები გაუხსენებია. 1952 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სოფელ დიდგორის ეკლესიის მოძღვარი. საეკლესიო მგალობელი.

წყარო: jolo.ge


Share: