The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თორნიკე გოგრიჭიანი

თორნიკე გოგრიჭიანი
Date of birth:31 October, 1986  (38 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტი 2007 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი 2010 წელს; 2009 წელს ხუთთვიანი Workshop რეზო გაბრიაძის სახელოსნოში.
2007 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. მუსიკისა და დრამის თეატრში განსახიერებული როლები: ჯარისკაცი – ო. უაილდი "სალომე"; მთხრობელი  – "ბედნიერი ერი" – რეჟ. მ. ბერიკაშვილი; ფლიდი – "მარტოობის დღესასწაული ანუ my space" – რეჟ. ა. სოლოღაშვილი; დიპლომატი – ს. მროჟეკი "სახლი საზღვარზე" – რეჟ. დ. დოიაშვილი; ფოცხვერი – "იყო და არა იყო რა ანუ საშობაო ზღაპარი" - რეჟ. დ. დოიაშვილი; როლფი – "მუსიკის ჰანგები" – რეჟ. დ. დოიაშვილი; შმუელ კუპერი – ე. მაზია "აკრძალული თამაშები" – რეჟ. მ. ბერიკაშვილი; მაკბეთი – უ. შექსპირი "მაკბეთი" – რეჟ. დ. დოიაშვილი; კრისტიან დე ნევილეტი – ე. როსტანი "სირანო დე ბერჟერაკი" – რეჟ. დ. დოიაშვილი; ტიბალტი – უ. შექსპირი "რომეო და ჯულიეტა" – რეჟ. დ. მღებრიშვილი; ვასკა პეპელი – მ. გორკი "ფსკერზე" – რეჟ. დ. დოიაშვილი; ლეო - პ. ჯენოვეზე "თამაში" რეჟ. გ. იაშვილი; სხვა თეატრები: გრენგოლმი – "გუშინდელნი" – რეჟ. გ. შალუტაშვილი (თავისუფალი თეატრი); ჯონ სტოდარტი – "ჩემი პატარა ქალაქი" – რეჟ. გ. შალუტაშვილი (თავისუფალი თეატრი); კინო და ტელევიზია: შვილი  – "ბუდე" – რეჟ. თ. ბზიავა; ჯეიმი –  "247 F" – რეჟ. ლ. ბახია; ანდრეი  – "ჩემი საბნის ნაკეცი" – რეჟ. ზ. რუსაძე; სეკუნდანტი  –  "როლი" – რეჟ. გ. რაზმაძე; ვატო  –  "რა მოხდა კიევში" – რეჟ. ი. ჩხიკვაძე; კოპალე – "ფოლკლორი" – რეჟ. ლ. თუთბერიძე; ნიკა  კეკელიძე – "გოგონა გარეუბნიდან" (ტელესერიალი)  – რეჟ. დ. ჭაბაშვილი; გუგა ებრალიძე – "პარადოქსი" (ტელესერიალი) – რეჟ. ჯ. მელქაძე; შოთიკო - "ხელოვნური სუნთქვა" (ტელესერიალი) - რეჟ. გ. ლიფონავა; დოკუმენტურ გადაცემათა ციკლი "ლეგენდა" – ავტორი და წამყვანი (ტელეკომპანია  GDS),  "რუსთავი 2"-ის შუადღის გადაცემის ერთ-ერთი თანაწამყვანი. მიღებული აქვს რიეკას (ხორვატია) კამერული სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალის პრიზი – "საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი" (მაკბეთი – "მაკბეთი" რეჟ. დ.დოიაშვილი). თეატრისა და კინოს მსახიობი, ტელეწამყვანი.

წყარო: მუსიკისა და დრამის ტეატრის ვებ-გვერდი: musictheatre.geimdb.commusicbox.ge


Share: