The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ჯოხაძე

დავით ჯოხაძე
Date of birth:1935  (90 years)
Category:Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბოსტანა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1958 წელს; საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა - 1964 წელს.

1959-1961წწ. - ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის ასისტენტი; 1961 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1975-1979წწ. - ქუთაისის პოლიტექტნიკური ინსტიტუტის მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის კეთედრის გემგე; ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და დიალექტიკის ისტორია, ანტიკური დიალოგისა და რიტორიკის პრობლემები. შემოიღო ახალი ტერმინი - "ფილოსოფიური ანტიკომცოდნეობა" (философское антиковедение), რომელიც განიმარტება, როგორც შედარებით დამოუკიდებელი თეორიული მიმდინარეობა მსოფლიო ფილოსოფიის ისტორიაში. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა; მისი ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით გამოვიდა რამდენიმე კოლექტიური მონოგრაფია და კრებული. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის სოციალური ფილოსოფიის სექტორის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არისტოტელეს სწავლება კატეგორიების შესახებ" («Учение Аристотеля о категориях»), დაიცვა 1964 წელს (სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "არისტოტელეს დიალექტიკა (ისტორიულ-ფილოსოფიური პროცესის დიალექტიკა)", («Диалектика Аристотеля (диалектика историко-философского процесса»), დაიცვა 1977 წელს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.216-217; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი: iphras.ru

Bibliography


Share: