The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინე გედევანიშვილი

ირინე გედევანიშვილი
Date of birth:18 June, 1964
Date of death:17 November, 2019  (at 55 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Scientist, Explorer, Educator, Psychologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

1988-1992წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის ლაბორანტი; 1992-2005წწ. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის მასწავლებელი; 2005-2014წწ. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2014-2019წწ. ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2012 წლის (ივნისი-ნოემბერი), გამოცდების ეროვნული ცენტრი; 2010-2012წწ. თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიის რელიგიათმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი; 2012-2013წწ. კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერბათა სკოლის მოწვეული პროფესორი; 1997-2002წწ. ადამიანთმცოდნეობის და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მოწვეული პედაგოგი. სხვადასხვა დროს მუშაობდა  ექსპერტად, ტესტის შემდგენლად,   ტრენერად, ტესტირების ექსპერტად. იყო არაერთი პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე, ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მიღებული აქვს მონაწილეობა შემდეგ პროგრამებში: აკრედიტაციის ექსპერტების ტრენინგ-პროგრამა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2006, ექსპერტი); აკრედიტაციის ექსპერტების ტრენინგ-პროგრამა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2007, ტრენერი); "კადეტთა სამხედრო ლიცეუმისთვის მოსწავლეთა შერჩევა" (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2010, მაისი, ექსპერტი, ტესტის შემდგენელი); მანდატურის სამსახურის – სკოლის ფსიქოლოგიური სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგები ფსიქოდიაგნოსტიკაში (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსოპ, 2014, მაისი-დეკემბერი, ტრენერი);  შპს "ალტერმესი" - ტრენინგები ზოგად უნარ-ჩვევებში (დირექტორების შესარჩევი კანდიდატების კონკურსისთვის, 2013); საპატრიარქოს ფონდი - საგრანტო კონკურსი (2014, იანვარი-მარტი, მოწვეული ექსპერტი); იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის სასწავლო ცენტრი (2014, სექტემბერი-ნოემბერი, ტესტირების ექსპერტი); ევროპული აკადემიის  პროექტის ფარგლებში, თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისთვის მომზადების ტრენინგ პროგრამა (2014, დეკემბერი, ტრენერი); შპს "მარუნა" ტესტების შექმნა და მოსწავლეთა ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში (2009-2014). მონაწილეობდა პროექტებში: "ფსიქომეტრული და საკონსულტაციო სამსახურის ხელშეწყობა საქართველოში" (ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, 1997-1998); "სემინარები და ტრენინგები ადამიანური რესურსის მენეჯმენტში" (ფონდი ევრაზია, 1998-1999); "ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის შექმნის ხელშეწყობა" (ფონდი ევრაზია, 2000-2001); "კადეტთა სამხედრო ლიცეუმისთვის მოსწავლეთა შესარჩევი ტესტის მომზადება" (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2010); "საქართველოს სტუდენტების ინტერკულტურული სენსიტიურობა" (კვლევითი პროექტი ASCN, 2012-2014). გამოქვეყნებული აქვს შემდეგი პუბლიკაციები: "პიროვნების ტიპოლოგიის ერთი ცდა" ("ფსიქოლოგია-სამართალი", თსუ შრომათა კრებული, 1990, გედევანიშვილი ი.); "ფემინურობა-მასკულინობის თანამედროვე სტერეოტიპის კვლევა"("ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი" 2004, №7, გედევანიშვილი ი., პატარაია ც., ნაპირელი ნ.); "ინტერკულტურული მგრძნობელობის გაზომვა ქართველ სტუდენტებში"( ჟურნალი "ბილინგვური განათლება" 2011, №5, გედევანიშვილი ი., წერეთელი მ., შურღაია მ.); "კომპენსაცია" (თავი VIII, სახელმძღვანელო, "ადამიანური რესურსის მენეჯმენტი", გამომცემლობა "არადანი" თბილისი 1999, გაგოშიძე თ., გედევანიშვილი ი.); "ბილინგვური სწავლება ქართული ენის შესწავლის ერთ-ერთი საშუალება" (ჟურნალი "ბილინგვური განათლება 2011, №5, გედევანიშვილი ი., ბურჯაძე-მიხელაშვილი ნ.); "ქართველ სტუდენტთა აფხაზების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის კვლევა" (ჟურნალი "ბილინგვური განათლება" 2011, №6, ერეთელი მ., გედევანიშვილი ი.); "ინტერკულტურული კომპეტენტურობა და ეთნოცენტრულობა საქართველოში მცხოვრებ ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებში" ("ბილინგვური განათლება" 2015, №1, გედევანიშვილი ი., წერეთელი მ., ტოროშელიძე გ., ფოფხაძე თ., ლომინაშვილი ი.); "ქართველ სტუდენტთა ინტერკულტურული მგრძნობელობის გენდერული თავისებურებები" ("ინტელექტი" 2015, №1, გედევანიშვილი ი.). ფსიქოლოგიის დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ინტერკულტურული სენსიტიურობის კვლევა ქართველ ახალგაზრდებში", დაიცვა 2011 წელს. (წიგნად გამოიცა 2020 წელს, თბილისი, გამომცემლობა "ინტელექტი"). 

წყარო: ირინე გედევანიშვილი, ინტერკულტურული სენსიტიურობის კვლევა ქართველ ახალგაზრდებში / ირინე გედევანიშვილი.-თბილისი : გამომცემლობა "ინტელექტი", 2020.

Member of Organizations

  • ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაცია, გამგეობის წევრი (1996-2019)

Share: