Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე კეჟერაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პედაგოგიური ფსიქოლოგიის სპეციალობით 1934 წელს; იმავე წელს ჩაირიცხა პედაგოგიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, ფსიქოლოგიის სპეციალობით. პარალელურად მუშაობდა საბავშვო ბაღში პედაგოგად. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში იგი მუშაობდა პედაგოგიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1938 წელს ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული კვლევის ლაბორატორიაში, რომელსაც დ. უზნაძე ხელმძღვანელობდა; 1941-1975წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; მუშაობდა ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვის ფსიქოლოგიის განყოფილებაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვის სიმბოლური ცნობიერების ფორმირების კვლევაში. მისი ექსპერიმენტები ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების მხრიდან. მის მიერ ბავშვის გონებრივ განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები როგორც წესი გაანალიზებული იყო უზნაძიესული განწყობის თეორიის საფუძველზე, რამაც განაპირობა მისი ნაშრომებით ცნობილი უცხოელი მკვლევარების დაინტერესება; მათ შორის აღსანიშნავია გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი ჯერომ ბრუნერი; მონაწილეობდა როგორც საკავშირო ასევე საერთაშორისო სიმპოზიუმების მუშაობაში (მოსკოვი, პეტერბურგი, კიევი). მის ნაშრომებს არაერთი დადებითი გამოხმაურება აქვს მიღებული ამერიკის ფსიქოლოგთა საზოგადოებიდან (მაგ. აშშ ბრუკლინის მსოფლიო ფსიქოლოგთა შესწავლის ცენტრი). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები. დისერტაციის თემა - "მეხსიერების განვითარება სკოლამდელ და დაწყებით სასკოლო ასაკში", დაიცვა 1949 წელს. წყარო: მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |