შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი. თბილისში დაამთავრა გერმანული სკოლა. 1933 წელს ჩაირიცხა მოსკოვის საგზაო-სატრანსპორტო ინსტიტუტში, საიდანაც გაიწვიეს წითელ არმიაში, შემდეგ დაამთავრა ეისკის სასწავლებელი ლეიტენანტის წოდებით, მსახურობდა საზღვაო ფლოტის ავიაციაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ავთანდილ ჯაფარიძე საბრძოლო მოქმედებების წინა ხაზზე იყო, განახორციელა 600-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა. მის შესახებ წერდნენ ილო მოსაშვილი ("ზღვის არწივი"); სიმონ ჩიქოვანი ("რამდენიმე დღე კონსტანტინე ლესელიძესთან"), ("ჩვენი მფრინავების ბრწყინვალე გამარჯვება") და სხვ. სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო მედლებითა და ორდენენებით, მათ შორის უშაკოვის II ხარისხის ორდენით. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.216 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |