Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იზა ჯაჭვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ფშაველი, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1975 წელს ჟურნალ "ნობათში". 1970 წლიდან იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" შტატგარეშე კორესპონდენტი, ხოლო 1973 წლიდან გაზეთ "კომუნისტის" ტექნიკური მუშაკი, გაზეთ "საქართველოს რეპუბლიკის" კორესპონდენტი. იყო გაზეთ "კავკასიის" დამფუძნებელი, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. 2004 წელს საპატიო ჩარგლელად აირჩიეს. მისი სცენარით გადაღებულია სატელევიზიო ფილმები: "სტორის ხეობა", "პანკისელი ქისტები", "ჭიჭყვის ხეობაში". იზა ჯაჭვაძის პუბლიცისტური წერილების კრებულში "მიყვარხარ, მთაო, ტიალო" გადმოცემულია კახეთისა და თუშეთ-ფშავ-ხევსურეთის პრობლემები. გამოცემული აქვს პუბლიცისტური და პოეტური კრებულები. მიღებული აქვს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" პრემია. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.219; მედიაჰოლდინგი "კვირა": kvira.ge; საინფორმაციო - პოლიტიკური, საზოგადოებრივ - შემეცნებითი პორტალი: qartuliazri.reportiori.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |