The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსლან აბაშიძე

რუსლან აბაშიძე
Date of birth:29 October, 1971  (53 years)
Category:Diplomat, Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი 1997 წელს; გოეთეს ინსტიტუტი 1992 წელს; გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია 1998 წელს.

1994-1996წწ. იყო "ბაშარან მეტალის" კომერციული დირექტორი; 1996-2006წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე; 2006-2009წწ. იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2009-2013წწ. დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთის რესპუბლიკაში; 2013-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2015-2018წწ. "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსის" მრჩეველი; 2017-2018წწ. დირექტორი; 2019 წლის 4 იანვრიდან 1 მაისამდე იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; 2019 წლის 1 მაისს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად; 2019 წლის 11 დეკემბრიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2009-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სტონეთის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაის საიტი: abkhazia.gov.ge დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 24


Share: