შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით თაქთაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სამწვრთნელო საქმიანობა 2014 წელს "სასკო" თბილისის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო; იმავე წლის დეკემბრიდან "მარკ სტარზის" მთავარი მწვრთნელი ხდება; მისი ხელმძღვანელობით გუნდი რამაზ შენგელიას სახელობის თასის ფინალში გადის; 2015 წლის გაზაფხულიდან ახმეტის "ბახტრიონში" აგრძელებს მუშაობას; 2016 წლიდან საფეხბურთო კლუბ "თბილისის" მთავარი მწვრთნელია; 2016–2018წწ. "მარკ სტარზის" სპორტულ დირექტორად მუშაობს; 2017 წელს მის მიერ მომზადებულმა მზრუნველობა მოკლებული, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისგან დაკომპლექტებულმა საქართველოს ბავშვთა საფეხბურთო ნაკრებმა მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მე-4 ადგილი დაიკავა; მის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ბავშვთა ნაკრებმა ჩემპიონატი ისე ჩაატარა, რომ გოლი არ გაუშვია; ქართველმა ბავშვებმა ჯგუფურ ეტაპზე ერთი შეხვედრა ფრედ (0–0) დაასრულეს, ხოლო ორ შეხვედრაში ერთნაირი ანგარიშით (1–0) გაიმარჯვეს; ნახევარფინალურ ჯგუფში ლატვიის ბავშვთა ნაკრებს მოუგეს (3–0) და მხოლოდ პენალტების სერიაში დათმეს შეხვედრა მასპინძელ რუსეთის ბავშვთა ნაკრებთან (1–2). საბოლოოდ, გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა; 2018 წლიდან "დინამო" სოხუმის მთავარ მწვრთნელად ინიშნება; კლუბსა და მწვრთნელს შორის კონტრაქტი 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდა; მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორი სეზონი ჩაატარა, რომლის განმავლობაში სოხუმის "დინამომ" 58 ოფიციალური მატჩი გამართა. აქედან 27 შეხვედრაში გაიმარჯვება მოიპოვა, 20 შეხვედრა დათმო, ხოლო 11 მატჩი ფრედ დაასრულა; 2020 წლიდან კლუბში გენერალური დირექტორის პოზიციასაც ითავსებს; ამავე წლიდან "დინამო" სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელად ინიშნება, რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს; მის სახელს უკავშირდება, აგრეთვე, კლუბში საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება და საქართველოს ისტორიაში პირველი ქალთა საფეხბურთო აკადემიის შექმნა; ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი; თამაშობდა მეკარის პოზიციაზე; იცავდა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ თბილისის "გრანდის" ღირსებას. აფხაზური ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2020 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს მიერ იქნა დაჯილდოვებული.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |