The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ნაცვალოვი

ოფიციალური სახელი:დავით ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1859
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 1915  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პავლეს I სამხედრო სასწავლებელი 1879 წელს, შემდეგ ოფიცერთა საარტილერიო სკოლა.

წარმომავლობით თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან; 1878 წლის აგვისტოდან იყო სამხედრო სამსახურში;  სხვადასხვა დროს მსახურობდა 38-ე საარტილერიო ბრიგადაში, კავკასიის სარეზერვო საარტილერიო ბრიგადაში, 21-ე საარტილერიო ბრიგადაში; 1912 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება; I მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა 21-ე საარტილერიო ბრიგადის მე-2 დივიზიონს. სასიკვდილოდ დაიჭრა ბრძოლის ველზე. 1916 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება (სიკვდილის შემდეგ); სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი.

წყარო: gwar.mil.ru; რუსეთის არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)
    1915 წლის 13 მაისს სოფ. ვილევთან გამოჩენილი თავდადებისთვის
  • 1915 - წმინდა გიორგის იარაღი
    1914 წლის ნოემბერში სოფ. ლგოტ-მურავანთან ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბაბთით)
  • 1909 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1904 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: