The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად გაბისონია

ზვიად გაბისონია
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1976  (49 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; 2000 წელს სწავლობდა დრეზდენის გოეთეს ინსტიტუტში; 2001-2002წწ. დოქტორანტურაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე.

2002-2005წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტი; 2005–2010წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის სამოქალაქო, ევროპული და საერთაშორისო კერძო სამართლის კათედრის გამგე და კავკასიის სამართლის სკოლა (CSL)-ის, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი; 2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით; 2017-2018წწ. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ხოლო 2018 წლიდან სამართლის სკოლის პროფესორი და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2002-2009წწ. ს/ს "თიბისი ბანკი"-ის იურისტი; 2007-2013წწ. სხვადასხვა საინვესტიცო პროექტებისა და საერთაშორისო კომპანიების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი/მჩეველი. 2004–2018წწ. საერთაშორისო იურიდიული ფირმა "გაბისონია, დიდრიხი და პარტნიორები, კს"-ის მმართველი პარტნიორი, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "ფაინ ლაიფ თბილისი"-სა და საინვესტიციო კომპანია "ჯიელეს ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი; 2005 წლიდან დღემდე არის სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი პროექტის ექსპერტი; 2018 წლიდან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი; 2021-2022წწ. - საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის ექსპერტი; 2021-2023წწ. - საქართველოს მთავრობის საჯარო სამსახურის ბიუროს ექსპერტი ელექტრონულ მმართველობაში; 2020 წლიდან - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის “ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი; 2021-2025წწ. ევროკავშირის ღია მეცნიერების (European Open Science Cloud (EOSC) მემორანდუმის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე; 2021-2025წწ. - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში; ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის დირექტორი; 2023-2025წწ. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის სამართალში; 2024-2025წწ. - სსიპ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ექსპერტი სამართლის ტექნოლოგიებში; 2025 წელს - განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსპერტი ციფრული განათლების და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში; "განათლების და მეცნიერების სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის სამუშაო ჯგუფის" თანახელმძღვანელი; 2025 წელს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ ციფრული მმართველობის სააგენტოს მრჩეველი ციფრული მმართველობის და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ საკითხებში; 2005 წელს იყო მაქს პლანკის საზოგადოების სტიპენდიანტი; 2007-2017წწ. მიღებული აქვს დაად-ის სტიპენდიები-სამეცნიერო კვლევებისათვის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში, იურიდიული ფაკულტეტზე; 06.2021- 09.2021 წელს - DAAD-ის სტიპენდია-სამეცნიერო სტაჟირება - ინტერნეტ სამართალი და ხელოვნური ინტელექტი - სახელმძღვანელოს მომზადების მიმართულებით/ფრანკფურტის (ოდერი) ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი; 1999-2025წწ. არის 7 წიგნისა და 50 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. 2022-2025წწ. მონაწილეა 12 სამეცნიერო გრანტის. კვლევის სფეროებიხელოვნური ინტელექტის სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი, საბანკო სამართალი, ინტერნეტ სამართალი, ტექნოლოგიების სამართალი, მეცნიერების მენეჯმენტი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "საინვესტიციო დავის მონაწილე იურიდიულ პირთა იურისდიქცია", დაიცვა 2002 წელს. 

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი: rustaveli.org.geglslegal.geსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: mes.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: