The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ბოჭოიძე

მერაბ ბოჭოიძე
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის განყოფილება 1978 წელს.

1978-1992წწ. მუშაობდა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საპროექტო ინსტიტუტში; 1982-1989წწ. იყო საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის კონსერვაციის საპროექტო დეპარტამენტის უფროსი; 1989-1993წწ. რესტავრაციის სააგენტოს შპს ხერთვისის დირექტორი; 1992-1995წწ. ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრის არქიტექტორი, საკვლევი-საპროექტო და სარესტავრაციო საპროექტო ჯგუფის უფროსი; 1995-1996წწ. ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრის საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარე უძრავ ძეგლთა კვლევის განყოფილების უფროსი; 1996-2002წწ. საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს ხელმძღვანელი; 2002-2004წწ. საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უძრავ ძეგლთა სამმართველოს უფროსი; 1994-2003წწ. ძეგლთა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის (ICOMOS საქართველო) გენერალური მდივანი; 2004-2012წწ. ძეგლთა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო) თავმჯდომარე; 2013-2014წწ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი; არქიტექტორ-რესტავრატორი.

წყარო: liberali.ge


გააზიარე: