შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუკა მოსულიშვილი![]()
ბიოგრაფიალუკა მოსულიშვილი (მოსულოვი) XIX საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კახეთში. იგი ცნობილი იყო თავისი საზოგადო და სამეწარმეო საქმიანობით. განათლებით პროვიზორმა კახეთში პირველმა დააარსა საფთიაქო ქსელი (თელავში, სიღნაღში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში და სხვ.), ფლობდა მამულებს, ეწეოდა მეღვინეობასა და მეფუტკრეობას. ქველმოქმედების მიზნით ხაზინაში შეიტანა მილიონი რუსული რუბლი და ქართველ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა. კახეთის დასაცავად ზარბაზნები შეიძინა. ასევე ცნობილია, რომ მას როგორც საკუთარ, ისე თავის შვილების სახელზე შვეიცარიის ბანკში შეტანილი ჰქონდა სოლიდური თანხა, მაგრამ 1921 წლის რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ და 1924-1937 წლების ცნობილი მოვლენების (თავდასხმები, აჯანყებები და რეპრესიები) დროს სრულად განადგურდა და დაიკარგა მოსულიშვილების ყველა საბუთი. ლუკა მოსულიშვილს ჰყავდა 8 შვილი, რომელთა შთამომავლები ცხოვრობენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. სიღნაღის ქალაქისთავი, ქველმოქმედი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.285 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |