The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ მირიანაშვილი

ვახტანგ მირიანაშვილი
Date of birth:5 August, 1910
Date of death:1973  (at 62 years)
Category:Public official, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარში. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი დაინიშნა საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის მარცვლეული კულტურების სამმართველოს უფროსად. 1939-1944წწ. იყო წითელწყაროს რაიონის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, 1944-1950წწ. წითელწყაროს რაიონის რაიკომის პირველი მდივანი, 1950-1952წწ. სოფლის მეურნეობის მინისტრი. შემდეგ სხვადასხვა წლებში იყო საგარეჯოს რაიაღმასკომის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობისა და დამზადების განყოფილების უფროსი, საქართველოს კპ სამგორის რაიონის პირველ მდივანი, გარდაბნის რაიონის პირველი მდივანი; 1966-1973წწ. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობების სამინისტროს მევენახეობა-მეხილეობის საბჭოთა მეურნეობების ტრესტის მმართველი. საქართველოს სსრ მე-2 და მე-3 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აგრონომი.   

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.284

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული აგრონომი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • სოციალისტური შრომის გმირი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: