The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა მამაიაშვილი

ვაჟა მამაიაშვილი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1962 წელს.

იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილებაში. 1965-1968წწ. იყო საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1970-1984წწ. იყო საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნირო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეღვინეობის განყოფილების ნორმირების სექტორის გამგე. 1984 წლიდან მუშაობდა ღვინის მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტის სიღნაღის ღვინის კომბინატის გენერალურ დირექტორად, სიღნაღის რაიონის სამრეწველო-კომერციული ფირმა "ქიზიყის" დირექტორად. წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, არის მთელი რიგი კომპანიებისა და ორგანიზაციების წევრი და დამფუძნებელი. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია და 25 სამეცნიერო ნაშრომი. ვაჟა მამაიაშვილი 2000 წლის მაისში, საფრანგეთში, პარიზში გამართულ მევენახეობისა და მეღვინეობის ოცდამეხუთე საერთაშორისო კონგრესზე, როგორც საერთაშორისო ექსპერტი მიწვეული იყო მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის გეორგ დუტრუკ როსეტეს მიერ. ღვინის ტექნოლოგი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1971 წელს - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.275

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ასოციაცია, ექსპერტი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: