The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მენაბდე

ლევან მენაბდე
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტუქციების წარმოების ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1987წწ. ტრესტი "მშენინდუსტრიის" ლილოს N3 რკინა-ბეტონის ქარხნის ტექნიკური კონტროლიორი, გან-ის ოსტატი; 1987-1988წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს სარემონტო სამშენებლო სამმართველოს შრომისა და ხელფასის ინჟინერი; 1988-1989წწ. საქართველოს სსრ საავტომობილო გზების სამინისტროს გვირაბების მშენებლობისა და საექსპლოატაციო სამმართველოს ოსტატი, სამუშაოების მწარმოებელი; 1989-1994წწ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტრესტ "თბილრემმშენის" ძველი უბნებისა და შენობების სპეც. სარესტავრაციო სამმართველოს შემდეგში ასოციაცია "უტას" სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, მთავარი ინჟინერი; 1999-2000წწ. პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის სპეციალისტი; 2004 წელს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.251; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.399

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)

გააზიარე: