Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერი კორშია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1987 წლიდან არის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 2000–2002წწ. პარალელურად იყო სამეფო უბნის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს ორმოცდაათამდე როლი; კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ნათამაშები როლები: მებადური (კობო აბესი "ქალი ქვიშაში", რეჟ. დავით დანელია); რაბინი (კარლ გუცკოვი "ურიელ აკოსტა", დადგმა კოტე მარჯანიშვილის, აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა); დავით ჭავჭავაძე, ფილიპე მახარაძე (გურამ ქართველიშვილი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი", რეჟ. ლევან წულაძე); ანტონიო (პოლიკარპე კაკაბაძე "პორტოპოლოს ტუსაღები", რეჟ. მედეა კუჭუხიძე); დიმიტრი დადიანი (ვიქტორიენ სარდუს და დავით ერისთავის "სამშობლო"-ს მიხედვით "ძე ცდომილი", რეჟ. კოტე მახარაძე); ოლბანის ჰერცოგი (უილიამ შექსპირი "მეფე ლირი", რეჟ. დავით დოიაშვილი); მამა (გიორგი გამსახურდია "მუნჯის სიზმრები", რეჟ. იგორ ფილიევი); ომან ქამუშაძე (დავით კლდიაშვილი "ქამუშაძის გაჭირვება", რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი); ჰელმერი (ჰენრიკ იბსენი "ნორა ანუ თოჯინების სახლი", რეჟ. გულიკო ბუთხუზი); ექიმი (ევგენი შვარცი "ჩრდილი", რეჟ. კოტე სურმავა); მეორე იუდეველი (ოსკარ უაილდი "სალომეა", რეჟ. დავით დოიაშვილი); სამხედრო (ლაშა ბუღაძე, დავით საყვარელიძე "დოქტორი ფრანკენშტაინი", რეჟ. დავით საყვარელიძე); ვარსქენი (ნანა ხატისკაცი "შუშანიკი", რეჟისორები მერაბ თავაძე, რობერტ მანუკიანი); ჯოყოლა (ვაჟა-ფშაველა "სტუმარ-მასპინძელი", რეჟ. ცოტნე ნაკაშიძე); ოფიცერი (პოლიკარპე კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი", რეჟ. ლევან წულაძე); რობერტო (ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა", რეჟ. გიზო ჟორდანია); სანტიაგო საბალა (ალეხანდრო კასონა "შვიდი ძახილი ოკეანეში", რეჟ. ციცინო კობიაშვილი); გენერალ–გუბერნატორი (ვალერიან კანდელაკი "გიორგი მაზნიაშვილი", რეჟ. გიორგი ქავთარაძე); გრემინი (ალექსანდრე პუშკინი "ონეგინი", რეჟ. ირინა გაჩეჩილაძე); ჯიმი (ევერი კორმანი "კრამერი კრამერის წინააღმდეგ", რეჟ. დავით ჩხარტიშვილი); მამა (დათო ტურაშვილი, ანტონიე ჟანიცა, ნესტან (ნენე) კვინიკაძე "ევრო ჯორჯია ფრანგულის გაკვეთილები", რეჟ. ლელა ჭინჭარაული); ტატო (თამარ ბართაია "პეიზაჟს აკლია სითბო", რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი); პატრონი (ლაშა თაბუკაშვილი "ათვინიერებენ მიმინოს", რეჟ. პეტრე ჩარგეიშვილი); მიხეილ ჯავახიშვილი (მიხეილ ჯავახიშვილი "ჯაყო - ხვალ ომი იქნება...", რეჟ. ალექსანდრე ელოშვილი); ფრიდრიხ დიურენმატი "მოხუცი ქალის ვიზიტი" რეჟ. ალექსანდრე ელოშვილი; დავით მესხი (რეზო ნაჭყებია "მატარებელი ხუთ წუთში გავა", რეჟ. მამუკა ტყემალაძე); პანტალონე (კარლო გოცი "მეფე-ირემი", რეჟ. ალექსანდრე ელოშვილი); კაპიტანი ლენსი (ბრაიან ფრილი "თარგმანები", რეჟ. თემურ ჩხეიძე); ანდრაში (რეი კუნი "ცუდი ბიჭები", რეჟ. ანი ხიდეშელი). გადაღებულია ფილმებში: "ხაფანგი" (რეჟ. ალექსანდრე ნინუა, 1992); "სიყვარულის ბალადა" (რეჟ. ირაკლი კაკაბაძე, 2011). კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: marjanishvili.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |