The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეო გაბრიაძე

ლეო გაბრიაძე
ოფიციალური სახელი:ლევან გაბრიაძე
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე; 1990 წელს ჩააბარა კალიფორნიის უნივერსიტეტში დიზაინისა და ანიმაციის ფაკულტეტზე ქალაქ ლოს-ანჯელესში.

 12 წლიდან რევაზ გაბრიაძის სტუდიაში დაიწყო მუშაობა ასისტენტად და მსახიობად; 17 წლის ასაკში მიიწვიეს სათამაშოდ ფილმში "ქინ-ძა-ძა"; მსახურობდა საბჭოთა არმიაში; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გახსნა დიზაინ-სტუდია "Digital Gypsies". რამდენიმე წელი მუშაობდა გრაფიკული დიზაინისა და ანიმაციური გრაფიკის შექმნაზე; 2000 წელს საცხოვრებლად ქალაქ მოსკოვში გადავიდა, სადაც გახდა კინოკომპანიის "Базелевс"-ის სარეკლამო რეჟისორი; 2007 წელს გახსნა საკუთარი დიზაინ-სტუდია "Bold"; 2010 წელს გადაიღო თავის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ვიკრუტასები", ფილმმა ხანტი-მანსიისკში პრიზი მოიპოვა; გადაღებულია ფილმებში: "ძნელი დასაწყისი" (1981, რეჟ. თენგიზ მაღალაშვილი); "ქინ-ძა-ძა!" (1986, "Кин-дза-дза!", რეჟ. გიორგი დანელია); "პასპორტი" (1990, "Паспорт", რეჟ. გიორგი დანელია); სარეჟისორო ნამუშევრები: "ვიკრუტასები" (2011, "Выкрутасы"); "ნაძვისხეები 2" (2011, "Ёлки 2"); "ნაძვისხეები 3" (2013, "Ёлки 3"). კინორეჟისორი. კინოდრამატურგის, პროზაიკოსისა და მხატვრის რევაზ გაბრიაძის შვილი.

წყარო: imdb.comweb.archive.org

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - პრემია "ნიკა" (ფილმი "Знаешь, мама, где я был?", სტუდია: ООО «ТаББак»")
    საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის

გააზიარე: