The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მოწერელია

ალექსანდრე მოწერელია
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი 1995 წელს.

1994-1995წწ. მუშაობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის კომერციული განყოფილების ინჟინრად; იყო საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ფოთის საბაჟოს ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი; 1998-2002წწ. იყო შპს "მაგთიკომის" რეგიონალური წარმომადგენელი სამეგრელოში; 2002 წელს გაიარა ამერიკის შეერთებულ შტატებში USAID - ის ბიზნეს საკვალიფიკაციო პროგრამის სტაჟირება; 2003-2004წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ქვეგანყოფილების უფროსად; 2005-2007წწ. შპს "Fima-Georgia-ს" მმართველი პარტნიორი და შპს "Cap Georgia-ს" დირექტორი და პარტნიორი; 2013-2018წწ. "საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე; 2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის აგვისტომდე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი; 2020წ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №25 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: სამენოვანი ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი": livepress.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2023-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2021-2023)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)

გააზიარე: