The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა კიკალიშვილი

მამუკა კიკალიშვილი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ინჟინერი, მეცნიერი, ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 2000 წელს. 

ბავშვობიდან დაკავებული ფოტოგრაფიით. ფოტოგრაფია გახდა მისი საყვარელი გატაცება. მისი ნამუშევრები გამოქვეყნდა სხვადასხვა ცნობილ ჟურნალებში: Photo Vogue Italia, L'Officiel (Az), Harper`s Bazaar (Ru) და სხვებში; იღებდა ისეთ ცნობილ ადამიანებს როგორებიც არიან მილა იოვოვიჩი, ნინო ანანიაშვილი და სხვები; ოცნებობდა საკუთარ ფოტოსტუდიაზე; მან დაიწყო სარდაფის სტუდიად გადაკეთება; გაემგზავრა გერმანიაში, გახსნა სტუდია და დაარქვა - "Kikala Studio"; 2006 წელს დააარსა "Kikala Studio"; ერთ წელიწადში სტუდია გახდა ძალიან წარმატებული კავკასიის რეგიონში; მისი პირველი ნამუშევრების შემდეგ (Virgin suicide, Les Fleurs Du Mal, Butoh Garden), არა მარტო ფოტოსურათები სარგებლობდნენ წარმატებით სოციალური ქსელებისა და ფორუმების მომხმარებლებს შორის, არამედ ხალხსაც მოსწონდათ ტანსაცმელი ფოტოსურათებზე; მაშინ გადაწყვიტა შეექმნა მოდის სახლი; 2012 წლის სექტემბერში მან დააარსა მოდის სახლი - "Atelier Kikala"; კიკალიშვილი არის Art + Commerce-ის ერთ-ერთი ფოტოგრაფი; 2013 წლის აგვისტოს თვიდან არის L'Officiel (Az) -ის ფოტოგრაფი; მუშაობდა მრეწველობის სამინისტროსში, შემდეგ უკვე ენერგეტიკის სფეროში გადავიდა; კომპანია "ეიესისში" ტექნიკური სამსახურის ინჟინრის პოსტი ეკავა; იყო ქუროს ჩამსხმელი; ერთ თვეში გადაიყვანეს პირველი პროექტის მენეჯერად, ორ თვეში აქედან გადაიყვანეს რეგიონის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ დირექტორად; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2006). მიღებული აქვს ბიზნესის "ოსკარი" (2006), ლონდონის "მენეჯმენტ ევორდის" დაჯილდოებაზე UEDC-იმ პლატინის ჯილდო. ქართველი მოდის ფოტოგრაფი.

წყარო: tbiliselebi.ge


გააზიარე: