The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ბერაძე

ჯემალ ბერაძე
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 2015  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ქართული რაგბის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი ქართული გუნდების უცვლელი კაპიტანი; სარაგბო კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) გუნდში; თამაშობდა ნახევარდაცვაში გარემარბად; ვეტერანთა ნაკრებ "ოქროს ბუღების" მოთამაშე; 2001 წელს მან საფრანგეთში მონაწილეობა მიიღო მორაგბეთა მსოფლიო ფესტივალზე, იგი ქართველი ვეტერანების კაპიტანი იყო. მათ დაამარცხეს რაგბის სამშობლოს წარმომადგენლები - ინგლისის მორაგბენი. ქართული რაგბის პიონერი.

წყარო: ჯემალ ბერაძე / საქართველოს რაგბის კავშირი // ლელო, თბილისი, 2015.- 11 სექტემბერი. N178.-გვ.12

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ვეტერან მორაგბეთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: