Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ყიფშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შინდისი, გორის მაზრა. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი 1896 წელს და აახენის (გერმანია) პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1907 წელს. 1914 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამთო სამმართველოში, 1918 წლიდან იყო ამავე სამმართველოს უფროსი; 1930 წლიდან - ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის, ხოლო 1936 წლიდან საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მაღაროს ვენტილაციისა და ტრანსპორტის კათედრის გამგე; 1938-1940წწ. იყო ამავე ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის დეკანი; 1939-1959წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მაღაროს ვენტილაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტის კათედრის გამგე. მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში (1922), იყო ამ ფაკულტეტის მდივანი. ქართველი მეცნიერი სამთო დარგში, პროფესორი (1950). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.656 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |