შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გვაზავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინივერსიტეტი 1927 წელს. 1921-1922წწ. ხონის კომკავშირის რაიკომის მდივანი; 1922-1923წწ. საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე; 1923-1924წწ. საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მდივანი; 1924-1927წწ. საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანი კულტპროპაგანდის დარგში; 1927-1928წწ. АПО ცენტრალური კომიტეტის ბეჭვდითი სიტყვის განყოფილების გამგე; 1928 წელს გადაიყვანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად, შემდედ კი გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორის მოადგილედ და პასუხისმგებელ რედაქტორად; 1933-1935წწ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი (რექტორი); 1935-1937წწ. განათლების კომისარიატის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების უფროსი; 1937 წელს იყო რეპრესირებული, დახვრიტეს ქონების კონფისკაციით. რეაბილიტირებული 1956 წელს. წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University / იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე.-ქუთაისი, 2013.-გვ.18-20; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |