The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით დოლიძე

დავით დოლიძე
Date of birth:1902
Date of death:14 November, 1937  (at 35 years)
Category:Public official

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ამაღლება, ოზურგეთის რაიონი.

1917-1921წწ. სწავლობდა (არსებული დოკუმენტაციით არ ირკვევა სად); 1921-1922წწ. ბათუმის ოლქის АПО განყოფილების უფროსი; 1923-1925წწ. მოსკოვის КТУ მასწავლებელი; 1925-1928წწ. მოსკოვის წითელ პროფესორთა ინსტიტუტის მსმენელი; 1928 წლიდან მუშაობდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის АПО განყოფილების უფროსად; 1928-1929წწ. ცენტრალური კომიტეტის კულტპროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1929-1930წწ. გაზეთ "ზარია ვასტოკას" რედაქტორის მოადგილე; 1930-1931წწ. იმყოფებოდა საზღვარგარეთ სამეცნიერო მივლინებაში; 1931-1933წწ. საფინანსო - ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორი; 1933-1935წწ. ЗИИТ-ის (ამიერკავკასიის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტი) დირექტორი; 1935-1936წწ. სახალხო განათლების კომისარიატის თანამშრომელი; 1936 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა თბილისის ს. კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის გამგედ; 1936-1937წწ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორად (რექტორად); 1937 წელს იყო რეპრესირებული, დახვრიტეს ქონების კონფისკაციით. პროფესორი. ქართველი ბოლშევიკის, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის ფილიპე მახარაძის სიძე (ქალიშვილის ქმარი).

წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University / იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე.-ქუთაისი, 2013.-გვ.25-26; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1919-1937)

Share: