The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ბერიკაშვილი

ლევან ბერიკაშვილი
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1988 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია; აღსანიშნავი როლებია: ბეკინა ("სამანიშვილის დედინაცვალი"), ლაერტი ("ჰამლეტი"), ასტოლფო ("ცხოვრება სიზმარია"), კონფუცი ("საშობაო სიზმარი"), ვანგი ("სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), ბენკო ("მაკბეტი"), სიმონ ჩაჩავა ("კავკასიური ცარცის წრე"), ლიმონა ("საბრალდებო დასკვნა"), გელა ("მერე რა რომ სველია სველი იასამანი"), იჩო, მურთაზ ("ლამარა"), ტარტალია ("ქალი გველი"), კლავდიუსი ("ჰამლეტი"), ორსინო ("როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე"), ვლადიმირი ("გოდოს მოლოდინში"); მონაწილეა სპექტაკლებისა: "იაკობის სახარება", "სტიქსი"; გადაღებულია ფილმში "მესაათე" (რეჟ. გიორგი მასხარაშვილი, 2011). მიღებული აქვს რუსთავის თეატრალური ფესტივალის გრან-პრი "ოქროს ნიღაბი" ("მაკბეტი", 1996), სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის "ბალტიისკი დომ" გრან-პრი ("მერე რა რომ სველია, სველი იასამანი", 1998), 2003 - რუსთავის თეატრალური ფესტივალის გრან-პრი "ოქროს ნიღაბი" ("ჰამლეტი", 2003).

წყარო: საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: 1tv.ge; რუსთაველის ეროვნული თეატრი: rustavelitheatre.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: