The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ სილაგაძე

ჯემალ სილაგაძე
Other name:ჯუანშერ
Date of birth:5 December, 1939
Date of death:27 January, 2002  (at 62 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Economist, Politician, Public Man, Civil Rights Activist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1956 წლიდან ეროვნული მოძრაობის წევრი. პირველ სკოლაში, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას კლასელი, ამ კლასის დაშლამდე. 1956-1987 წლებში რამდენჯერმე იყო დაკავებული ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანადგომისთვის. წლების მანძილზე ეკავა მნიშვნელოვანი თანმდებოები ეკონომიკის დარგში, 1975-1990 წლებში, თანმიმდევრულად იყო: თბილისის ქაღალდის ფაბრიკის დირექტორის მოადგილე, თბილისის პურპროდუქტების საწარმოს დირექტორის მოადგილე, საქართველოს ყრუ-მუნჯთა საზოგადოების დირექტორის მოადგილე, თბილისის ხილბოსტანვაჭრობის დირექტორის მოადგილე, საქართველოს ცეკავშირის დირექტორის მოადგილე. მისი დირექტორობა, გასაგები მიზეზების გამო, კომუნისტების დროს არ შეიძლებოდა. 1988 წლიდან, ზვიადის და მერაბის თხოვნით ლეგალურად დაიწყო აქტიურობა; 1990 წელს ჯერ აირჩიეს მთაწმინდის რაიონის საკრებულოში რიგით წევრად, შემდეგ იმავე საკრებულოს თავმჯდომარედ, 1991 წლის 31 მარტს არჩეულ იქნა თბილისის პირველი საკრებულოს პირველ თავმჯდომარედ; 1992 წელს შევრდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ აკრძალული ჰქონდა მუშაობა მას და მის წრეს; 1993 წელს, ზუგდიდში, მოუწყვეს ავტო ავარია, რის შედეგადაც მოტყდა ლავიწის ძვალი. სავადმყოფოში, სისხლის გადასხმისას, მოხდა მისი დასნევნოვნება ცე ჰეპატიტით (რაც გახდა, საბოლოოდ გარდაცვალების მიზეზი 2002 წელს). 1992 -2002 წლებში ატქიურად მონაწილეობდა ეროვნული ხელისუფების აღდგენის და პუტჩის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო პროცესებში და აქციებში. თბილისის პირველი საკრებულოს პირველი თავმჯდომარე.

Member of Organizations

  • მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო, წევრი (1990-2002)
  • საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, ლეგალური წევრი (1989-2002)
  • საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, არალეგალური წევრი (1976-1988)
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, გამგეობის წევრი (1990-2002)

Share: