Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოლია ჭუმბურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა სიმონეთი, იმერეთი. ნიკოლოზ ჭუმბურიძე იურიდიულ ფაკულტეტზე სასწავლებლად პეტერბურგში გაემგზავრა, საბოლოოდ კი პრაღის უნივერსიტეტი დაამთავრა. სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან იგი "აჟის" ფსევდონიმით თანამშრომლობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დაახლოებით ექვსი თვე სამშობლოში დარჩა და გარკვეულ ხანს გრიგოლ ლორთქიფანიძესა და შალვა მაღლაკელიძესთან ერთად "ჩეკას" სარდაფში ატარებდა; 1921 წლის 21 მაისს დააპატიმრეს; 1921 წლის 20 სექტემბერს, სტამბოლში მყოფ საქართველოდან განდევნილი მთავრობის წევრებს მან წარუდგინა მოხსენება: "საბჭოთა საქართველოს ცხოვრებიდან – ბოლშევიკების ექვსი თვის ბატონობის სურათი"; ეს დოკუმენტი ინახება საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში და დღესაც დიდ ინტერესს იწვევს; 2013 წელს ეროვნულმა არქივმა ეს ნაშრომი გამოსცა დიმიტრი სილაგაძის წინასიტყვაობითა და კომენტარებით; 1921 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ნიკოლოზ ჭუმბურიძე ემიგრაციაში ცხოვრობდა. იგი კვლავ აქტიურად აგრძელებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობას, მაგრამ ამჯერად უკვე "ალფას" ფსევდონიმით; ეს გაზეთები იყო "კავკასიონი", "დამოუკიდებელი საქართველო", "მხედარი", "ბრძოლა", "სამშობლოსთვის" და ასე შემდეგ; ემიგრაციაში მას ტუბერკულოზი შეეყარა; იგი ამ საშინელი დაავადებით 8 წელი იტანჯებოდა. ქართველ სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერი. წყარო: ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 6/გურამ შარაძე.-თბ., 2005.-გვ.234–236; საქართველოს ეროვნული არქივი: archive.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |