Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის ბათიაშვილი![]()
Biography1960 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე. მისი მეცნიერული შემოქმედებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ძნელად დასამუშავებელი მასალების დაბალტემპერატურული პრეციზიული (ზუსტი) ხეხვის მეთოდი (დაპანტენტებულია აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეციაში, ჩეხოსლოვაკიაში). ამის საფუძველზე შეიქმნა მაღალეფექტური დაზგები, რომლებიც დაინერგა მრავალი ქვეყის წარმოებაში (ლიცენზიები გაიყიდა იაპონიაში, საფრანგეთში, კუბაზე). მისი სამეცნიერო ნაშრომები სხვადასხვა ქვეყანაში დაჯილდოებულია ოქროსა და ვერცხლის მედლებით. მრავალი გამოგონების ავტორი, სამი ევროპატენტის მფლობელი. ინჟინერ-მექანიკოსი, პროფესორი (1992). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.183 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |