Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალიკო ფავლენიშვილი![]()
Biographyდაამთავრა კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი (პეტერბურგი) 1915 წელს, რის შემდეგაც ჩაირიცხა ნოვოგეორგიევსკის ციხესიმაგრის საარტილერიო ნაწილში. დაიბადა თავად ლუარსაბ ფავლენიშვილისა და სოფიო ჯაჯანაშვილის ოჯახში. 1918-1921წწ. წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში როტმისტრის წოდებით; გასაბჭოების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული პროვინციებში ანტისაბჭოთა პარტიზანული რაზმების ორგანიზებაში; ითვლებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანაშემწედ; 1922 წელს მისი რაზმი მოქმედებდა სიღნაღისა და თელავის მაზრების, შემდეგ დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე; იმავე წლის 20 ნოემბერს ბოლშევიკურმა ჩეკამ მიაგნო ფავლენიშვილის ადგილსამყოფელს თბილისში, გუდაუთის შესახვევში მდებარე სახლში. მის დასაპატიმრებლად მისულ აგენტებს ფავლენიშვილმა დანებებაზე უარი განუცხადა და ის სროლის დროს მოკლეს; უპოვეს ჩოლოყაშვილის წერილები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ "ბანდიტიზმის" სამხილების სახით ოფიციალურ პრესაში გამოაქვეყნა. ქართველი ოფიცერი, აღმოსავლეთ საქართველოში ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის აქტიური მონაწილე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |