The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ მონიავა

გურამ მონიავა
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით საბუღალტრო აღრიცხვა 1978 წელს.

1978-1990წწ. თეატრალური საზოგადოების ბათუმის საწარმოო უბნის კონტროლიორი, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1990-1993წწ. ეროვნული გვარდიის აჭარის თავმჯდომარე; 1993-1995წწ. ხონის გამგეობის თავმჯდომარე; 1995-2003წწ. ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას, იყო კომბინატ "ექსიმის" მენეჯერი, შპს "ნუშის" გენერალური დირექტორი; 2003-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.262

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2003-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები", (2003-2004)

გააზიარე: