The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო გოშხეთელიანი

ვანო გოშხეთელიანი
ოფიციალური სახელი:ივანე გოშხეთელიანი
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1993  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზარათი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1930 წელს; ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1937 წელს.

ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ გაიგზავნა მასწავლებლად ბაღდათის რაიონის სოფელ კაკასხიდსა და წითელხევში; 1932 წელს გადმოიყვანის ქუთაისის რაიონის სოფელ რიონის 7 წლიანი სკოლის გამგედ; 1937 წელს მობილიზაციის წესით გააგზავნეს ქალაქ გორის მე-4 საშუალო სკოლის დირექტორად; 1938 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ვ.ი. ლენინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1941 წელს აირჩიეს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ზოოლოგიის კათედრის დოცენტად, კითხულობდა ლექციებს დარვინიზმში, იყო დარვინიზმის კაბინეტის გამგე; 1945-1950წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის გამგე; 1953-1959წწ. მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალის დირექტორი; 1959-1960წწ. ქუთაისის ოლქის განათლების განყოფილების გამგე; 1960-1962წწ. ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1962-1965წწ. ამავე ინსტიტუტის რექტორი; 1965-1993წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ზოოლოგიის კათედრის დოცენტად. გამოქვეყნებული აქვს არაერთი საინტერესო გამოკვლევა, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზოოლოგიის შესწავლისა და განვითარების საქმეში.

წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University / იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე.-ქუთაისი, 2013.-გვ.37-39  

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: