The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ახვლედიანი

გიორგი ახვლედიანი
Date of birth:1888
Date of death:1937  (at 49 years)
Category:Engineer

Biography

გიორგი ახვლედიანი იყო თბილისის პურვაჭრობის სამმართველოს საქმეთა მმართველი. წარსულში მენშევიკური პარტიის წევრი. დაპატიმრების დროს ბრალად დაედო, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელშიც გადაიბირა 1935 წელს ტერორისტმა კიღურაძემ საქართველოს კპ(ბ)-ის ცენტრალური კომიტეტის მდივან, ამხანაგ ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განსახორციელებლად. მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ცენტრის დავალებით მოსალოდნელი ომის დროს უნდა მოეწამლა წყალი ნატახტარის წყალგაყვანილობაში. ამისთვის ემზადებოდა და გადაიბირა ორი ადამიანი. გიორგი ახვლედიანის სასამართლო გაიმართა 1937 წლის 11 ნოემბერს. იგი დახვრიტეს 25 დეკემბერს. დოკუმენტები დაცულია ახვლედიანების ოჯახში და საქართველოს შსს არქივში. 
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com

Share: