The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ მაჭავარიანი

მიხეილ მაჭავარიანი
Date of birth:28 May, 1898
Date of death:26 December, 1937  (at 39 years)
Category:Public official, Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1916 წელს ჩააბარა პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული განყოფილებაზე, იმავე წელს ჩაეწერა მოხალისედ და იბრძოდა პირველი მსოფლიო ომის ახალციხის ფრონტზე. 1917 წელს დაბრუნდა პეტროგრადში. 1919 წელს, ნოე ჟორდანიას მთავრობის დაფინანსებით სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა საფრანგეთში, გრენობლის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1924 წელს და მიიღო ინჟინერ-ელექტრიკოსის (I.E.G.) დიპლომი. იგი თავისუფლად ფლობდა რუსულ, ფრანგულ და იტალიურ ენებს. საქართველოში დაბრუნდა 1927 წელს, კითხულობდა სალექციო კურსს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იყო საქართველოს პირველი ელექტროსადგურის - ზაჰესის მთავარი ინჟინერ-ელექტრიკოსი, ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრიფიკაციის განყოფილების საპროექტო განყოფილების უფროსი. დააპატიმრეს 1937 წლის 2 სექტემბერს. ბრალად ედებოდა, რომ იყო გადაბირებული ამიერკავკასიის რკინიგზის კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ ორგანიზაციის წევრის, ლევინის მიერ და ეწეოდა მავნებლობას რკინიგზის ელექტიფიკაციის დაპროექტების ხაზით, რის შედეგადაც თბილისი-აღსთაფის მონაკვეთზე ზარალმა შეადგინა ოთხი მილიონი მანეთი; მენშევიკურმა მთავრობამ საფრანგეთში გაგზავნა სასწავლებლად, სადაც 1925 წლამდე რჩებოდა საქართველოს მოქალაქედ; საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ ინარჩუნებდა კავშირს უცხოეთთან; იყო შოვინისტურად განწობილი და ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას. "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 25 დეკემბერს, დახვრიტეს 1937 წლის 25 დეკემბერს, ხოლო ოჯახს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა 1945 წლის 25 იანვარს, ტვინში სისხლჩაქცევით. რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1956 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით. მეტალურგი, ელექტროინჟინერი, მთარგმნელ ივანე მაჭავარიანის შვილი.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com

Share: