The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კასიანე კვერენჩხილაძე

კასიანე კვერენჩხილაძე
დაბადების თარიღი:1893
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 1937  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხორგა, ლანჩხუთის რაიონი.
კასიანე კვერენჩხილაძე დაპატიმრების დროს იყო ხე-ტყის საწარმოს ხელმძღვანელი ქალაქ ბათუმში. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) გვარდიის ყოფილი ოფიცერი, მოგვიანებით დააპატიმრეს 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს. 1937 წელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს, ხოლო მისი მეუღლე მარგალიტა მიქავა რვა წლით გადაასახლეს. მწერალ რევაზ კვერენჩხილაძის მამა. 
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge

გააზიარე: