The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერმანე დოლიძე

დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 1937  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

გერმანე დოლიძე იყო თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი, სოციალურ-ეკონომიკურ მეცნიერებათა ლექტორი. დაპატიმრების დროს ბრალად ედებოდა, რომ იყო საქართველოს მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა აქტიურ კონტრრევოლუციურ, ძირგამომთხრელ საქმიანობას ინსტიტუტის ახალგაზრდებს შორის, იბირებდა მათ არალეგალურ ორგანიზაციაში და მათგან შექმნა კონტრრევოლუციური ჯგუფი. დააპატიმრეს 1937 წლის 7 ოქტომბერს. გაასამართლეს 1937 წლის 4 დეკემბერს, დახვრიტეს 1937 წლის 11 დეკემბერს. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 24 თებერვლის განჩინებით №236/н, საქმე შეწყვეტილია დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა ღვიძლის ანთებით 1943 წლის 22 თებერვალს.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.comსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge


გააზიარე: