შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ბაგრატიონი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღვანკითი, თერჯოლის რაიონი. დავით ბაგრატიონი იყო სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ავტომეურნეობის სამმართველოს უფროსი. დაპატიმრების დროს ბრალად ედებოდა, რომ ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას მემარჯვენე ორგანიზაციაში. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 1937 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს იმავე დღეს. რეაბილიტაცია: 1956 წლის 5 მაისს საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. 1955 წელს, დააკავეს 1937-1938 წლებში "სტალინური ტერორის" მონაწილეები, ციხის ზედამხედველები და ამ საქმეებთან კავშირში მყოფი სხვა პირები. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |