Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერმანე მათითაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. გერმანე მათითაიშვილი დაპატიმრებამდე მუშაობდა საქკონსერვტრესტის დირექტორად. ბრალად დაედო, რომ იგი ემხრობა ტროცკიზმს და ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას. დაკითხვაზე აღიარა, რომ 1934 წელს საკონსერვო მრეწველობის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის დავალებით 1934 წლიდან ეწეოდა მავნებლობას საქკონსერვტრესტში, რის შედეგადაც სახელმწიფოს მოუტანა ჯამში 12 000 000 მანეთის ოდენობის ზარალი. სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო, დაადასტურა წინასწარი გამოძიებისას მის მიერ მიცემული ჩვენებები. დააპატიმრეს 1936 წლის 7 ნოემბერს. 1937 წლის 9 ივლისს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიაზე გერმანე მათითაიშვილს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; el.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |