The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ბოგველიშვილი

ზურაბ ბოგველიშვილი
Date of birth:1951  (74 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1973 წელს, ხოლო სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1979 წელს; 1979-1981წწ. სწავლობდა მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის ასპირანტურაში.

1983-1989წწ. - საქართველოს შსს ავტომობილების საგზაო მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სექტორის და ლაბორატორიის უფროსი; 1989-1992წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამხედრო კათედრის დოცენტი; 1993-1996წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო თავდაცვის კათედრის გამგე; 2008-2011წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო მოწყობილობების ექსპლუატაციის მიმართულების ხელმძღვანელი; 2011-2012წწ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის საკითხებია: საგზაო მოძრაობის ორგანიზაცია და უსაფრთხოება; ავტომობილების კონსტრუქციული უსაფრთხოების სისტემები და მოწყობილობები; ლოჯისტიკის საკითხები და საბაჟო საქმე ტრანსპორტზე; მრავალღერძიანი, სპეცდანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუირება. ავტომოტოსატრანსპორტო მომსახურეობის სერტიფიკაციის ექსპერტი და კომპიუტერული ინჟინერიის ექსპერტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის პროფესორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.191-192

Bibliography


Share: