შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემელიან ცინცაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოც-ეკონომიკური ფაკულტეტი 1927 წელს. ხუთი წლის ასაკიდან იზრდებოდა ქობულეთში, იქ ოჯახის გადასვლის გამო. დაწყებითი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც შემდგომ ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა; 1923 წელს ტექნიკუმის დამთავრებისთანავე აჭარის ასსრ სახალხო კომისართა საბჭომ გაგზავნა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მისაღებად და დაენიშნა გაძლიერებული სტიპენდია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ბათუმში; 1928 წლიდან აჭარის მიწსანკომის საბჭოთა მეურნეობის სამმართველოს პირველი საბჭოთა მეურნეობის (შემდგომში ახალშენის ციტრუსების საბჭოთა მეურნეობა) გამგეა; 1930 წლიდან აჭარის ადგილობრივი მრეწველობის კომისარიატის საგეგმო განყოფილებაში ეკონომისტის თანამდებობაზეა; 1930–1959წწ. გაიარა გზა რიგითი მგეგმავი ეკონომისტიდან საგეგმო განყოფილების გამგემდე; 1959 წლიდან აჭარის ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაში მუშაობდა უფროს ეკონომისტად; ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს დავალებით მსახურობდა ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედის რაიონებში; 1964 წლიდან მუშაობდა უფროს ეკონომისტად საქართველოს სამხატვრო ფონდის აჭარის სამხატვრო საწარმოო განყოფილებაში. წყარო: ნეკროლოგი / საბჭოთა აჭარა. - ბათუმი, 1978, N228 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |